Belive

23 მილიონიანი ტრანსფერი | ლესტერმა ავსტრიის ჩემპიონატის ბომბარდირი დაიმატა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერ ლიგის 2015/2016 წლების სეზონის ჩემპიონმა - "ლესტერმა", ავსტრიული "ზალცბურგის" ზამბიელი ცენტრფორვარდი - პატსონ დაკა დაიმატა. პატსონ დაკამ "ლესტერთან" 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და 2026 წლის 1 ივლისამდე დარჩება კლუბში. პრემიერ ლიგურ კლუბს ზამბიელი ფეხბურთელის ტრანსფერი £23 მილიონი დაუჯდა.

პატსონ დაკამ "ზალცბურგთან" ერთად 2020/2021 წლების სეზონის ავსტრიის ბუნდესლიგა მოიგო და 23 გოლი გაიტანა, რითიც ბომბარდირი გახდა. 22 წლის ზამბიელი ცენტრფორვარდი ავსტრიულ კლუბში 2017 წლიდან ირიცხებოდა, სადაც 82 მატჩი ითამაშა და 54 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები