Belive

ლევან ხარაბაძე დინამოში ბრუნდება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლევან ხარაბაძე "დინამო თბილისში" ბრუნდება. Live.ge-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა მარცხენა მცველი ისევ მშობლიური კლუბის მაისურს მოირგებს. 20 წლის ფეხბურთელა წელიწადნახევარი იჯარის წესით შვეიცარიის ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბ "ციურიხში" გაატარა, სადაც 29 მატჩში ითამაშა და 1 გოლის გატანაც მოახერხა. "დინამოს" აკადემიის აღზრდილ ფეხბურთელს შარშან საქართველოს ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი და სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

სხვა სტატიები