Belive

ლევან კობიაშვილი: 2021 წელს სფფ სახელმწიფოსგან თეთრსაც აღარ აიღებს

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სახელმწიფო სახსრებით არსებობაზე უარი განაცხადა. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანახმად, ეს გადაწყვეტილება თავად სფფ-ის მიერ იყო ინიცირებული. დამოუკიდებლობის შემდეგ სახელმწიფო მხარდაჭერის ქვეპროგრამით, ისევე როგორც სხვა სპორტულ ფედერაციებს, ფეხბურთის ფედერაციას ყოველწლიურად ბიუჯეტიდან აფინანსებდნენ. პროგრამის ფარგლებში, ორგანიზაციას 6,7 მლნ ლარი ერიცხებოდა. ეს თანხები სხვადასხვა ასაკის საქართველოს ნაკრებების მომზადებას, მგზავრობას და სხვა საჭიროებას ხმარდებოდა. გასულ წელს ფეხბურთის ფედერაციამ ბოლო ათწლეულში ყველაზე ცოტა თანხა აითვისა – 6,7 მილიონიდან მხოლოდ 4,2 მილიონი ლარი, დარჩენილი ნაწილი კი სახელმწიფო ბიუჯეტში დააბრუნა. 2021 იქნება პირველი წელი, როდესაც ფეხბურთის ფედერაცია სახელმწიფოსგან თეთრსაც არ მიიღებს. თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ დაფინანსება არ შეუწყდება ფეხბურთის განვითარების ფონდს, რომლითაც საკლუბო ფეხბურთი ფინანსდება.
ფეხბურთის ფედერაციაში მოსვლის დღიდან ვიძახით, რომ ფეხბურთის ფედერაციის მიზანია, სახელმწიფოდან უფრო და უფრო ნაკლები თანხები მივიღოთ - მიუხედავად იმის, რომ პროგრამით ყველა ფედერაცია ფინანსდება და გარკვეული თანხა წინასწარ დამტკიცებული გვქონდა. ოვიდპანდემიიდან გამომდინარე, გარკვეული პრობლემები შეიქმნა და 6,7 მილიონიდან 4,2 მილიონი ავითვისეთ. მანამდე იყო წლები, როდესაც ასევე გაცილებით ნაკლები გამოვიყენეთ. ანუ ამ გადაწყვტილებამდე მიზანმიმართულად მივდიოდით და ამას ყოველთვის ღიად და საჯაროდ ვამბობდით – ფეხბურთის ფედერაციამ და მიმაჩნია, ბევრმა სხვა მიმართულებამაც თავად უნდა მოიპოვოთ დაფინანსება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტზე, რაც შეიძლება, ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული. ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ეს მოვახერხეთ და 2021 წელს სახელმწიფოსგან არც ერთ თეთრს აღარ ავიღებთ. ბოლო წლებში მსგავს პრეცედენტს ვერ გავიხსენებ. ეს ნაბიჯი მიზანმიმართულად იმიტომაც გადავდგით, რომ ქვეყანაში რთული მდგომარეობაა. სახელმწიფოს ვუხარით, რომ არ გვინდა ის 6,7 მილიონი, რომელიც წინასწარ გვქონდა დამტკიცებული", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა საზოგადოებრი მაუწყებელთან საუბრისას.
 

სხვა სტატიები