Belive

ლევან კობიაშვილი: "დაძაბულობა ყოველ სეზონში იმატებს - ახალმა ფორმატმა გაამართლა"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ეროვნული ლიგის 2019 წლის გათამაშება და "დინამო თბილისის" საჩემპიონო სეზონი შეაფასა. "ის დაძაბულობა, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში ეროვნულ ლიგაში ცხრილის ზედა თუ ქვედა ნაწილში არსებობდა, იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს ჩემპიონატის ახალმა ფორმატმა გაამართლა. ყოველ სეზონში დაძაბულობა უფრო და უფრო იმატებს. "დინამო თბილისს" გამარჯვებას ვულოცავ. მათ ჩემპიონობა დამსახურებულად მოიპოვეს. ყველა კლუბისთვის საერთო ინტერესი უნდა გახდეს, რომ ყოველი ახალი სეზონი კიდევ უფრო საინტერესო და დაძაბული გამოვიდეს. მომავალ სეზონში, ყველა კლუბს ევროტურნირებზე წარმატებას ვუსურვებ",-თქვა ლევან კობიაშვილმა.

სხვა სტატიები