Belive

ლევან კობიაშვილი: "გულშემატკივრის სიმრავლე სასიამოვნოა, ეს მოედანზეც აისახება" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის დასრულების შემდეგ სტადიონზე არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და "დინამო" - "საბურთალოს" მატჩი შეაფასა. "მინდა ორივე გუნდს მადლობა ვუთხრა, რადგან დაძაბული და სანახაობრივი შეხვედრა გვაჩვენეს. მიუხედავად იმისა, რომ სეზონი ახლა იწყება, ორივე გუნდს ბევრი ახალწვეული ჰყავს და შეთამაშებული არ არიან, მთლიანობაში კარგი თამაში ვიხილეთ.  "დინამოს" და "საბურთალოს" წარმატებას ვუსურვებ. მიმაჩნია, რომ მოახლოებულ სეზონში ისინი მთავარ როლს ითამაშებენ და ლიდერები იქნებიან.  მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოს, რომელიც დღეს სტადიონზე იყო შექმნილი. მადლობას ვუხდი ყველა გულშემატკივარს მოსვლის და გუნდების მხარდაჭერისთვის. სამწუხაროდ, თბილისში, ამდენი ქომაგის სტადიონზე მოსვლა ტრადიციული მოვლენა არ არის. მოვუწოდებ გულშემატკივარს, რომ მომავალშიც იარონ ეროვნული ლიგის მატჩებზე, რადგან ბევრი საინტერესო და სანახაობრივი შეხვედრა იმართება. ეს ფეხბურთელისთვის დამატებითი მოტივაციაა და გულშემატკივრის სიმრავლე თამაშის ხარისხში ყოველთვის აისახება.  ეროვნული ლიგის ყველა გუნდს მოახლოებულ სეზონში წარმატებას ვუსურვებ", - განაცხადა კობიაშვილმა.

სხვა სტატიები