Belive

ლევან კობიაშვილი საქართველო-ბელარუსის შეხვედრაზე - ჯერ მატჩის თარიღზე უეფაც ვერ ჩამოყალიბდა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა საქართველოს პირველი არხთან ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოსა და ბელარუსის ეროვნული ნაკრებების გადადებული შეხვედრის შესაძლო თარიღზე ილაპარაკა. „მოგეხსენებათ, რომ უეფა-მ აღამსკომი 27 მაისიდან 17 ივნისს გადადო. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ თარიღზე უეფაც არაა ჩამოყალიბებული, მაგრამ არსებობს გარკვეული გეგმა, რომლის თანახმადაც, მატჩი შემოდგომაზე, ოქტომბერში გაიმართება“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხთან ლევან კობიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოსა და ბელარუსის ეროვნული ნაკრებების მატჩი 26 მარტს თბილისში იყო დანიშნული, მაგრამ კორონავირუსის გამო ჯერ ივნისისთვის გადაიდო, შემდეგ კი უეფა-მ სავარაუდო თარიღად სექტემბერი დაასახელა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მაინც ვერ მიიღო. ლევან კობიაშვილის თქმით, შემოდგომაზე თამაშები მჭიდრო გრაფიკით გაიმართება, რაც საქართველოს ნაკრებისთვის სასურველი არაა: „ერთა ლიგის ახალი გათამაშება შემოდგომაზე უნდა დაიწყოს და სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში 6 მატჩი უნდა გაიმართოს.თუმცა, ერთა ლიგის პირველი გათამაშების ნახევარფინალებისა და ფინალის გადადების გამო, გამოდის, რომ შემოდგომაზე 6 სანაკრებო მატჩის ნაცვლად, სავარაუდოდ, რვა შეხვედრის ჩატარება მოგვიწევს. ეს ჩვენთვის იდეალური არაა, რადგან ახალი გათამაშების ჯგუფში მეტოქეები უფრო დასვენებულები იქნებიან. ამიტომ უეფა-ს ჩვენი წინადადებით მივმართეთ და ვნახოთ, რა პასუხს მივიღებთ."

წყარო: 1tv.ge

სხვა სტატიები