Belive

ლევან კობიაშვილი: "ცვლილებებმა გაამართლა, ვეცდებით ასეთი პროექტები რეგიონებში გავიტანოთ" 

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ბათუმის ახალ სპორტის სასახლეში დასრულებული ზამთრის თასის 2020 წლის გათამაშება და მომხდარი ცვლილებები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა Live.ge-სთან საუბრისას შეაფასა. "ვაგრძელებთ იმ ტრადიციას, რომელსაც ზამთრის თასი ჰქვია. წლევანდელი გათამაშება განსხვავებული იყო - პირველად შევცვალეთ ადგილმდებარეობა. რამაც ვფიქრობ გაამართლა.  მინდა დარბაზში მოსულ ყველა გულშემატკივარს მადლობა ვუთხრა, მათ ძალიან შთამბეჭდავი ატმოსფერო შექმნეს. კარგია, რომ დავით პეტრიაშვილის სახელობის ტურნირის ტრადიციას ვაგრძელებთ, ქომაგებს კი იმის შესაძლებლობა ეძლევათ, რომ საყვარელი ფეხბურთელები საქმეში კიდევ ერთხელ იხილონ. ვთვლი, რომ მსგავსი პროექტების დედაქალაქს მიღმა გატანა რეგიონებში ფეხბურთის პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს. პირადად მე ზამთრის თასზე იმ ტრავმის გამო ვერ ვითამაშე, რომელიც გერმანიაში გამართულ ანალოგიურ ტურნირზე მივიღე. შევეცადე მოედანზე დაბრუნებას, ვწუხვარ, რომ არ გამოვიდა... წლევანდელ გათამაშებაში ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის გუნდებმა მონაწილეობა იმის გამო ვერ მიიღეს, რომ მათი უმეტესობა უცხოეთში შეკრებაზე იმყოფება, ამიტომ ტურნირის ჩატარება ფიზიკურად შეუძლებელი გახდა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მომავალში მათ ზამთრის თასზე ვერ ვიხილავთ. პირიქით, ეს მათ სეზონებს შორის მოსამზადებელ პერიოდში ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად კარგად წაადგებათ",-განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

სხვა სტატიები