Belive

ლევან კუტალია: "საქართველოში ფეხბურთი არ აინტერესებთ, პოლიტიკა პირველხარისხოვანია..."

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ისტორიული მატჩი, ერთა ლიგის ფინალი, სადაც საქართველოს ნაკრებმა ისტორიული შანსი გაანიავა და ევროპის ჩემპიონატზე ვერ მოხვდა. სამწუხაროდ, ქართველი ფეხბურთელები მაკედონიასთან 0:1 დამარცხდნენ. ამ მატჩმა ქართველ გულშემატკივრებში აგრესია და გაბრაზება გამოიწვია. ამ ფაქტს ასევე გამოეხმაურა "დინამო" თბილისის ყოფილი ფეხბუთელი, ამჯერად "ჰაპოელ თელ-ავივის" თავდამსხმელი - ლევან კუტალია. "არ მჩვევია პოსტების დაწერა მაგრამ ვერ მოვითმინე..... დავიწყოთ იმით რო დღეს საქართველოში ფეხბურთი არავის აინტერესებს მეასე ხარისხოვანი გახადეს ნომერ პირველი სპორტი მსოფლიოში, საქართველოში პოლიტიკის ერთმანეთის ლანძღვის გარდა ვერაფერს ვხედავ ასეთი მნიშვნელოვანი ისტორიული თამაშის წინ რო მაყურებელს გარკვეული რაოდენობით არ დაუშვებ და პულიტიკურ აქციებზე შეიძლება სავსე ხალხის დასწრება, თურმე არ შეიძლებაო კარგით რა! დღეს ფეხბურთი საქართველოში არ აინტერესებთ და გვაქვს ის შედეგი რაც სახეზე გვაქვს". - ნათქვამია განცხადებაში.

სხვა სტატიები