Belive

ლევან კუტალია: "შრომა და ბრძოლა დაგვიფასდა"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა ლევან კუტალიამ "დინამო თბილისის" საჩემპიონო სეზონი და ინდივიდუალური მიღწევა შეაფასა. "მთელი სეზონი ძალიან რთული და დაძაბული გამოვიდა. გათამაშება მაღალი კონკურენციის პირობებში წარიმართა. უშუალოდ ბოლო შეხვედრაშიც დიდი ზეწოლის დაძლევა მოგვიხდა. მართალია, "ვიტ ჯორჯია" ჩემპიონატიდან გავარდნილია, თუმცა ჩვენთვის არაფრის დათმობას აპირებდა. მეტოქე სწორად შევაფასეთ, ვიშრომეთ, ვიბრძოლეთ, რაც დაგვიფასდა და ჩემპიონის ტიტულიც მოვიპოვეთ. პირადად მე ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირი გავხდი, რითაც ძალიან ბედნიერი ვარ",-თქვა თბილისური კლუბის ფორვარდმა.

სხვა სტატიები