Belive

ლევან კუტალიამ ისრაელში ჰეთ-თრიკი შეასრულა (ვიდეო)

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ისრაელის რანგით მეორე ლიგის 26-ე ტურის შეხვედრაში, „ჰაპოელ უმნ ალ-ფაჰმმა“, რომლის მაისურსაც ლევან კუტალია ირგებს, სტუმრად, „ჰაპოელ იქსალ იმადს“ – 3:2 მოუგო. გამარჯვების მთავარი შემოქმედი სწორედ ქართველი თავდამსხმელი გახლდათ, რომელმაც ჯერ პირველი ტაიმის ბოლო წუთზე პენალტი ზუსტად შეასრულა, მერე კი 70-ე და 88-ე წუთებზე, მეტოქის კარის აღება კიდევ ორჯერ მოახერხა. 31 წლის ფორვარდისთვის ეს მიმდინარე სეზონში გატანილი მეოთხე გოლი იყო, ერთხელ კუტალიამ ქვეყნის თასზე გაიტანა, სულ კი ახალი გუნდის მაისურით ორჯერ ითამაშა. ეროვნული ლიგის 2019 წლის საუკეთესო ბომბარდირმა წინა წელი ჯერ ყაზახურ პავლოდარისირტიშში“ მერე კი თელ ავივის „ჰაპოელში“ გაატარა. „დინამო თბილსის“, ქუთაისის „ტორპედოს“ და ქობულეთის შუქურას ყოფილი შემტევის გუნდი 16-გინდიან ჩემპიონატში მე-13 ადგილს იკავებს და შემდეგ შეხვედრას 19 მარტს „კაფრ ქაშიმის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები