Belive

ლევან მჭედლიძე მოედანს დაუბრუნდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიის სერია ა-ს მე-6 ტურის შეხვედრაში, "ემპოლი" "მილანს" დაუპირისპირდა. "სტადიო კარლო კასტელანიზე" გამართული მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ქართველი გულშემატკივრისათვის განსაკუთრებით სასიამოვნო გამოდგა ის ფაქტი, რომ საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მოედანს ლევან მჭედლიძე დაუბრუნდა. მატჩის 65-ე წუთზე, მჭედლიძე მოედანზე ლა გუმინას ნაცვლად შევიდა. ტოსკანური კლუბის ქართველმა ლეგიონერმა, 2017 წლის 23 აპრილს, სწორედ "მილანის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიიღო ტრავმა და მას შემდეგ "ემპოლის" შემადგენლობაში არ უასპარეზია. აღნიშნულ შეხვედრაში მჭედლიძემ გოლის გატანა შეძლო და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა "ემპოლის" გამარჯვებაში (2:1).

სხვა სტატიები