Belive

ლევან მჭედლიძე: "ყველაფერს გავაკეთებ დინამო თბილისისთვის"

4 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
20 სექტემბერს 15:00 საათზე დინამო არენაზე შედგა დინამო თბილისის ახალწვეულის ლევან მჭედლიძის პრეზენტაცია. იტალიური "ემპოლისა" და "პალერმოს" ყოფილი ფეხბურთელი დინამოელთა პრეზიდენტმა რომან ფიფიამ და გენერალურმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ წარადგინეს. ზაზა დოლიძე: "ძალიან მოხარულები ვართ ლევან მჭედლიძის ტრანსფერით. როგორც ერთგან აღინიშნა, ლევანსაც ჭირდებოდა დინამო თბილისი და ჩვენც გვჭირდებოდა ის. კონტრაქტი გაფორმებულია 1+1 სისტემით და ურთიერთთანამშრომლობაზე დაფუძნებული. ჩვენი მიზანია ჩემპიონობა და გპირდებით რომ დინამო თბილისი ქართულ ფეხბურთში სიხარულს დააბრუნებს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გიორგის, ლევანის ძმას, რომელის ამასთანავე მისი აგენტიცაა" ლევან მჭედლიძე: დიდი მადლობა ყველას ვინც ამ ტრანსფერზე იმუშავა, სიმართლე გითხრათ დიდი ხანი არ მიფიქრია, კლუბისთვის ყველაფერს გავაკეთებ, ამჟამად 5 თვეა ტრავმას არ შევუწუხებივარ. ფიზიკურად კარგად ვარ, უბრალოდ ორი კვირა არ მივარჯიშია სატრანფერო ბატალიების გამო. ერთ კვირაში კი გუნდს შევუერთდები და ყველაფერს ვიზამ, რათა ჩემპიონები გავხდეთ. როცა გადაწყვეტილებას ვიღებდი ოჯახმა დიდი როლი ითამაშა. აქ ჩამოსვლა არის სტიმული. ყველაფერს ვაკეთებ წინსვლითვის და არა უბრალოდ საქართველოში ყოფნისთვის, მიზანი კი საქარტველოს ეროვნული ჩემპიონატის მოგებაა. გადაწყვეტილება ერთ დღეში მივიღე. მამაჩემმა დინამო თბილისსში გადმოსვლაში დიდი როლი ითამაშა მოგატყუებთ თუ ვიტყვი რომ საქართველოს ჩემპიონატში დიდი დოზით ვიყავი ჩართული. რამდენიმე თამაშს ვუყურე, წინსვილის შანსი დავინახე და ამ ეტაპზე ჩემპიონატმა ჩემი ინტერესი გამოიწვია. რაც შეეხება გორის დილას იქ არასდროს მითამაშია. ვაპირებ ჩემპიონობას და რა თქმა უნდა ნაკრებში დაბრუნებასაც. რომან ფიფია: ეს არის დიდი ნაბიჭი ჩემპიონობისკენ. ჩვენი მიზანი არის ჩემპიონობა და გაიმარჯვებს უძლიერესი. ზამთრის ფანჯარა მოგვცემს საშუალებას ეს ნაბიჯები უფრო გავაძლიეროთ. და მე მგონია რომ ლევანის ტრანფერი დააფიქრებს ქართველ ფეხბურთელებს და თუ მოვრიგდებით მათაც დავიმატებთ. გვინდა გავიდეთ ევროპა ლიგისა თუ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. პირადად ჩემთვის ამას გადამწყვეტი მნიშნელობა არ აქვს. ჩვენ მოვახერხებდით ფეიენოორდის დამარცხებას თუ მსაჯი არ "იმაუმენბდა" პირდაპირ ვიტყვი ამას. შეგახსენებთ, რომ დინამო თბილისი ხვალ, 21 სექტემბერს, გასვლაზე საჩხერის "ჩიხურას" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები