Belive

ლევან მჭედლიძე: "მთელი გულით თქვენს გვერდით ვარ ბიჭებო"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს, 8 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსს დაუპირისპირდება. ისტორიულ მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, "ჯვაროსნების" ყოფილმა შემტევმა ლევან მჭედლიძემ სოციალურ ქსელში ქართველი ფეხბურთელებისადმი მხარდასაჭერი პოსტი გამოაქვეყნა.
"დღეს პირველუ ნაბიჯი უნდა გადაიდგას ოცნების ასრულებისთვის. წარმატებები ბიჭებო! მთელი გულით თქვემს გვერდით ვარ," - დაწერა ლევანმა.
საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის შეხვედრა 20 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ რეგულაციების გამო მატჩზე გულშემატკივრის დასწრება აკრძალულია.  

სხვა სტატიები