Belive

ლევან ყენიამ კარიერა დაასრულა - ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მწვრთნელობას იწყებს 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ლევან ყენიამ კარიერა დაასრულა და ახალ ამპლუაში გადაინაცვლა. ამიერიდან, ერთ დროს ყველაზე პერსპექტიული ქართველი ფეხბურთელი მწვრთნელი იქნება, თანაც 30 წლის ასაკში. გელზენკირხენის "შალკეს" ყოფილმა ფეხბურთელმა სამწვრთნელო კარიერაში პირველი ნაბიჯების გადადგმა სწორედ გერმანიიდან, კონკრეტულად კი მეოთხე ბუნდესლიგის ბინადარი "უერდინგენიდან" დაიწყო, სადაც მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ იმუშავებს. ლევან ყენია "უერდინგენში" საფეხბურთო კარიერის ბოლოს, 2020 წელს თამაშობდა. ყენია თბილისის "ლოკომოტივის" აკადემისს აღზრდილია და კარიერის განმავლობაში, "შალკეს" გარდა, გერმანულ დიუსელდორფის "ფორტუნაში", უკრაინულ ლვოვის "კარპატში", ჩეხურ პრაღის "სლავიაში", ლუქსემბურგულ "დუდელანჟში" და თბილისის "საბურთალოში" უთამაშია, თუმცა ქრონიკული ტრავმიანობის გამო საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენა ვერსად მოახერხა. ყენია საქართველოს ეროვნული გუნდის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტია - მან "ჯვაროსნების" მაისური პირველად 16 წლის ასაკში მოირგო, საერთო ჯამში კი 29 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლის გატანა მოახერხა.

სხვა სტატიები