Belive

ლევან შენგელია: "ჩვენთვის პრიორიტეტი ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა და B ლიგაში აღზევებაა" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
11 ოქტომბერს, პოლონეთის ქალაქ ტიხში, საქართველოსა და სომხეთის ნაკრები გუნდები ერთმანეთს უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მესამე ტურის ეგიდით დაუპირისპირდებიან. მატჩამდე საკუთარი განწყობა "ჯვაროსნების" შემტევმა ნახევარმცველმა ლევან შენგელიამ გააზიარა. "პირველ რიგში მინდა მთელ საქართველოს მივულოცო ბელარუსთან გამარჯვება, ახლა რაც შეეხება სომხეთთან თამაშს, მნიშვნელოვანი იქნება კონცენტრირება მოვახდინოთ კონკრეტულად ამ თამაშზე და წარმატებას მივაღწიოთ. ჩვენთვის პრიორიტეტულია ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა და B ლიგაში გადასვლა", - ციტირებს შენგელიას სიტყვებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები