Belive

ლევანდოვსკი: ,,არ მგონია, რომ ბარსელონადან ოქროს ბურთამდე უფრო მოკლე გზაა, ვიდრე - ბაიერნიდან''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პოლონეთის ეროვნული ნაკრებისა და ,,ბარსელონას'' თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი არ ფიქრობს, რომ კატალონიურ გუნდში გადასვლით ,,ოქროს ბურთის'' მოგების შანსები გაეზარდა:

,,შესაძლოა, ,,ბარსელონას'' ფეხბურთელებმა ,,ოქროს ბურთი'' ყველაზე მეტჯერ მოიგეს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ამ ჯილდოზე ფიქრით ღამეები არ მძინავს...

არ მგონია, რომ ,,ბარსელონადან'' ,,ოქროს ბურთამდე'' უფრო მოკლე გზაა, ვიდრე - ,,ბაიერნიდან'','' - განაცხადა ლევანდოვსკიმ.

ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ლევანდოვსკი ,,ოქროს ბურთის'' მოგებასთან ახლოს იყო, თუმცა 2020 წელს დაჯილდოება კორონავირუსის გამო არ ჩატარდა, შარშან კი პოლონელმა გამოკითხვაში მეორე ადგილი დაიკავა და მხოლოდ ლეო მესის ჩამორჩა.

მიმდინარე სეზონში ,,ბარსელონას'' მაისურით ჩატარებულ 8 შეხვედრაში, ლევანდოვსკიმ 11 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები