Belive

ლევანდოვსკი: ,,არ ვისურვებდი, 10 წლის შემდეგ საკუთარი თავისთვის მეთქვა, რომ ესპანეთში თამაშის ოცნება ვერ ავიხდინე''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ბარსელონას'' ახალწვეულმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, კატალონიურ გუნდში გადასვლაზე ისაუბრა:
,,უცნაურად ჟღერს, მაგრამ, არ ვისურვებდი, რომ 10 წლის შემდეგ, სარკესთან დავმდგარიყავი და საკუთარი თავისთვის მეთქვა - ჩემი კარიერისგან ყველაფერი ვერ მივიღე და ესპანეთში თამაშის ოცნება ვერ ავიხდინე. საკუთარი თავი მეუბნება, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი, განსაკუთრებით ახლა,'' - ლევანდოვსკის სიტყვებს As-ი ციტირებს.
ლევანდოვსკის ტრანსფერი ,,ბარსელონამ'' ოფიციალურად 19 ივლისს დაადასტურა. პოლონელმა ფეხბურთელმა კატალონიურ გუნდთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 33 წლის თავდამსხმელმა გასულ სეზონში მიუნხენის ,,ბაიერნის'' მაისურით ჩატარებულ 46 შეხვედრაში 50 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები