Belive

ლევანდოვსკი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნას კოვაჩს აბრალებს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დასრულდა ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური შეხვედრები, სადაც ერთ-ერთი გამორჩეული წყვილი მიუნხენის "ბაიერნისა" და "ლივერპულის" დაპირისპირება გახლდათ. ინგლისური და გერმანული კლუბების პირველი დაპირისპირება "ენფილდზე" გაიმართა და უგოლო ფრე დაფიქსირდა. განმეორებით შეხვედრაში კი "რეკორდმაისტერი" მეტოქესთან 2-ბურთიანი სხვაობით დამარცხდა, ანგარიშით - 1:3. შეხვედრის დასრულების შემდეგ მიუნხენელთა ცენტრალურმა ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის მთავარი მიზეზი "ბაიერნის" მწვრთნელის ნიკო კოვაჩის არასწორი ტაქტიკური სქემა იყო. "ძალიან ცუდ განწყობაზე ვარ, ვინაიდან წელს ჩვენთვის ევროპული სარბიელი დასრულებულია, მიზეზი იმისა, რომ დავმარცხდით, ჩემი აზრით კოვაჩის არასწორი ტაქტიკური გადაწყვეტილებები იყო - ჩვენ ბევრად უკეთესი თამაშის ჩვენება შეგვეძლო, თუმცა კოვაჩმა არაშემტევი ფეხბურთი აირჩია და შესაბამისი შედეგიც დაფიქსირდა", - განაცხადა რობერტ ლევანდოვსკიმ.    

სხვა სტატიები