Belive

ლევანდოვსკი: ,,ინდივიდუალური ჯილდოები სასიამოვნო ბონუსია, მაგრამ ესპანეთში ამისთვის არ ვარ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ბარსელონას'' ახალწვეულმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, განაცხადა, რომ კატალონიურ გუნდში გადასვლის მიზეზი ,,ოქროს ბურთის'' მოგების უფრო დიდი შანსი არ ყოფილა:
,,ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემთვის მთავარი მოტივაცია გუნდური წარმატებაა. ინდივიდუალური ჯილდოები სასიამოვნო ბონუსია, მაგრამ ესპანეთში ამისთვის არ გადმოვსულვარ. ინფორმაცია, რომელიც ზოგიერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა, არასწორია,'' - ლევანდოვსკის სიტყვებს Sport1.de ციტირებს.
აპრილში Sky Sport Deutschland-მა დაწერა, რომ ლევანდოვსკის ,,ბარსელონაში'' გადასვლის ერთ-ერთი მიზეზი ,,ოქროს ბურთის'' მოგების მეტი შანსი იყო, თუმცა გამოცემა იმასაც წერდა, რომ პოლონელი ლა ლიგაში თამაშზე ყოველთვის ოცნებობდა. ლევანდოვსკის ტრანსფერი ,,ბარსელონამ” ოფიციალურად 19 ივლისს დაადასტურა. პოლონელმა ფეხბურთელმა კატალონიურ გუნდთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 33 წლის თავდამსხმელმა გასულ სეზონში მიუნხენის ,,ბაიერნის” მაისურით ჩატარებულ 46 შეხვედრაში 50 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები