Belive

ლევანდოვსკი: "მესის მსაგვს მოთამაშეს კიდევ 100 წელი ვერ ვნახავთ"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელმა სუპერვარსკვლავმა ლეო მესის შესახებ ისაუბრა. რობერტ ლევანდოვსკი აღნიშნავს, რომ არგენტინელი ერთ-ერთი საუკეთესოა ფეხბურთის ისტორიაში და შეიძლება საუკუნე გავიდეს ისე, რომ მისი დონის მოთამაშე ვერ ვნახოთ. გასულ სეზონში ლევანდოვსკიმ "ბაიერნის" შემადგენლობაში ტრებლი მოიგო, პოლონელმა თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე ერთად აღებული 55 გოლი გაიტანა. როგორც უკვე იცით, მესის "ბარსელონას" დატოვება სურდა, თუმცა საბოლოო ჯამში დათანხმდა კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩენილიყო გუნდში. სეზონის ბოლოს ლეო მესი თავისუფალი აგენტი გახდება და წამყვანი ევროპული გრანდები შეეცდებიან მესის საკუთარ რიგებში გადაბირებას. ლევანდოვკის აზრით, მნიშვნელობა არ აქვს, თუ სად წავა მესი, რადგან რაც მან წლების განმავლობაში გააკეთა, ნამდვილი საოცრებაა და ის ყოველთვის იქნება ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო.
"ვიცი, რომ მესისგან ყოველთვის ბევრს ელიან, რასაც მან მიაღწია, ამის გამეორება თითქმის შეუძლებელია". "შესაძლოა, საფეხბურთო სამყაროს კიდევ 100 წელი მოუწიოს ცდა, სანამ  ვინმე მესის მსგავსი დაიბადება. იმით, რაც მან გააკეთა, ის არის და ყოველთვის იქნება ერთ-ერთი საუკეთესო მთლიანად ისტორიაში".
ამჟამად კი ესპანეთის ჩემპიონატში ლეო მესი და "ბარსელონა" საკმაოდ რთულ მდგომარეობაში არიან - გუნდმა 10 ჩატარებული შეხვედრიდან მხოლოდ 4 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 4 წააგო, შედეგად "ბარსა" სატურნირო ცხრილში მე-9 პოზიციაზე იმყოფება 14 ქულით. ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მესიმ 10 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები