Belive

ლევანდოვსკი: ,,მომავალი წელი ბარსელონასთვის ძალიან კარგი იქნება''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ბარსელონას'' თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, კატალონიური გუნდის მდგომარეობაზე ისაუბრა:

,,ბარსელონაში ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ. ვამაყობ, რომ ვეკუთვნი კლუბს, რომელიც კლუბზე მეტია. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი წელი ჩვენთვის ძალიან კარგი იქნება. მოთმინება გვმართებს, რადგან ახლა ადაპტაციის პერიოდი გვაქვს.

ჩემპიონატში კარგად ვმუშაობთ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე გარკვეული შეცდომები დავუშვით, რის გამოც ტურნირში მონაწილეობას ვეღარ ვაგრძელებთ. თუმცა, ისეთი შეხვედრები, როგორიც ,,ვალენსიასთან'' და ,,ოსასუნასთან'' ჩავატარეთ, ამტკიცებს, რომ გუნდს საკუთარი თავის რწმენა და გამარჯვების დიდი სურვილი აქვს. ჩვენ ბევრს მივაღწევთ!

ვეცდები, კიდევ ერთი ,,ოქროს ბუცი'' მოვიპოვო, მაგრამ მთავარი გუნდური ჯილდოებია. მე ,,ბარსელონაში'' ვარ და აქ მხოლოდ ერთი რამ უნდათ - ტიტულები,'' - ლევანდოვსკის სიტყვებს Sport.es-ი ციტირებს.

მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკის ანგარშზე ,,ბარსელონას'' მაისურით ჩატარებულ 19 შეხვედრაში 18 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

კატალონიური გუნდი ლა ლიგის 14 ტურის შემდეგ, 37 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა.

სხვა სტატიები