Belive

ლევანდოვსკი: ,,ოქროს ბურთის მფლობელი უკვე ცნობილია''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის ,,ბარსელონას'' თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი მიიჩნევს, რომ ,,ოქროს ბურთის'' მომავალი გამარჯვებული ლეო მესი გახდება:

,,ჰყავს თუ არა ,,ოქროს ბურთს'' უკვე ახალი მფლობელი? რა თქმა უნდა. შესაძლოა, არის სხვა ფეხბურთელიც, რომელიც იმავე კლუბში თამაშობს, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატი მხოლოდ ერთია და ახალ სეზონში ,,ოქროს ბურთის'' გამარჯვებულს სწორედ ის გადაწყვეტს.

მესი ახლა ნამდვილად ყველაზე მაღლა დგას იმის გამო, რასაც მიაღწია. შეგიძლიათ, ამ ყველაფრისგან სიამოვნება მიიღოთ,'' - ლევანდოვსკის სიტყვებს Mundo Deportivo ციტირებს.

მესის კარიერაში 7 ,,ოქროს ბურთი'' აქვს მოგებული. გასულ წელს ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო მადრიდის ,,რეალის'' თავდამსხმელს, კარიმ ბენზემას, გადაეცა.

სხვა სტატიები