Belive

ლევანდოვსკი | ვამაყობ, რომ რონალდუსა და მესის ეპოქაში ფავორიტთა შორის ვარ

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
9 ოქტომბერს, სან მარინოს წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ მოწყობილ პრეს-კონფერენციაზე პოლონელმა ვარსკვლავმა ოქროს ბურთის შესახებ დასმულს კითხვებს უპასუხა. მიუნხენის "ბაიერნისა" და პოლონეთის საფეხბურტო ნაკრების ვარსკვლავი - რობერტ ლევანდოვსკი ოქროს ბურთისათვის გაჩაღებულ ბრძოლაში საინტერესო კომენტარს აქვეყნებს. ლევანდოვსკი ხმის მიმცემ პირებს მიმართავს, რომ მხარი საუკეთესო კანდიდატს დაუჭირონ. 33 წლის ლევანდოვსკი, 2020 წელს ოქროს ბურთის მოპოვების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მიიჩნეოდა, თუმცა კორონავირუსის გამო დაჯილდოვების ცერემონიალი არ გაიმართა. გასულ სეზონში ლევანდოვსკიმ 55 გოლის გატანა შეძლო და შეიძლება ითქვას, რომ უპრესტიჟულესი ინდივიდუალური ჯილდო პრაქტიკულად გარანტირებული ჰქონდა, თუმცა კოვიდ-19-მა მისი გეგმები თავდაყირა დააყენა. ლევანდოვსკი, რომელიც წელს ოქროს ბურთის მოპოვების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მიიჩნევა აღნიშნავს, რონ რონალდუსა და მესის ეპოქაში მთავარ პრეტენდენტად ყოფნა საამაყოა.
"ჩემთვის საკმაოდ რთულია იმაზე საუბარი, თუ რა მნიშვნელობა ენიჭება ოქროს ბურთისათვის ბრძოლაში ეროვნული ნაკრების მაისურით ჩატარებულ მატჩებს. ნებისმიერი მაღალი დონის პერფორმანსი ჩემს პოზიციებს გაამყარებს. გუნდურად და ინდივიდუალურად, საკმაოდ ბევრს მივაღწიე. ვფიქრობ, მეტის გაკეთება შეუძლებელი იყო. ნათლად ვაჩვენე, რომ ვარ ფეხბურთელი, რომელიც ოქროს ბურთის მოპოვებაზე ფიქრობს". "ეს იქნება უდიდესი სიამაყე, ნამდვილად ღირსეული დაფასება. საამაყოა ფაქტი, რომ ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ეპოქაში ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ვარ. ვიმედოვნებ, ზედმეტი ჩარევა არ მოხდება და ხმის მიცემის განმსაზღვრელი ფაქტორი ფეხბურთელის მიერ გასულ სეზონში ნაჩვენები რეზულტატი გახდება. შესაძლოა გასული ორი წლის შედეგების გათვალისწინებაც, გააჩნია გასული წლის მოვლენებს როგორ ინტერპრეტირებას გავუკეთებთ", - აღნიშნა რობერტ ლევანდოვსკიმ.

სხვა სტატიები