Belive

ლევანდოვსკი: "ვიმედოვნებ, რომ სახლში უკეთ ვითამაშებთ"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ენფილდზე" ფრედ (0:0) დასრულებული მატჩის შემდეგ, "ბაიერნის" ლიდერმა, რობერტ ლევანდოვსკიმ აღნიშნა რომ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად "რეკორდმაისტერს" გაცილებით უკეთ თამაში სჭირდება. "რთული მატჩი გვქონდა. "ლივერპული" საკმაოდ ძლიერი გუნდია, რომლის წინააღმდეგ თამაში არავისთვისაა მარტივი. მომდევნო ეტაპზე გასასვლელად კონცენტრირება და მთელი მატჩის განმავლობაში მობილიზება გვმართებს." "არავინ იცის თუ რა მოხდება ჩემპიონთა ლიგაზე. წარმატების მისაღწევად აუცილებლად უნდა გავიტანოთ. ვიმედოვნებ, რომ საკუთარ მოედანზე გაცილებით უკეთ ვითამაშებთ", - აღნიშნა რობერტ ლევანდოვსკიმ.

სხვა სტატიები