Belive

ლევანდოვსკიმ "ბაიერნის" პრობლემებზე ისაუბრა

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
რობერტ ლევანდოვსკიმ "ბაიერნის" ხელმძღვანელობას სატრანსფერო ბაზარზე მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა, თუ კლუბს სურს რომ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას მიაღწიოს. "ბაიერნი" 2019/2020 წლების სეზონს ბუნდესლიგის ბოლო 7 გათამაშების გამარჯვებულის რანგში ხვდება, თუმცა "რეკორდმაისტერს" ჩემპიონთა ლიგა 2013 წლის შემდეგ არ მოუგია. მიუნხენურმა კლუბმა უკვე შეიძინა დუეტი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო ლუკას ერნანდესისა (80 მილიონი ევრო) და ბენჯამინ პავარის სახით (35 მილიონი ევრო), თუმცა კლუბი ფრანკ რიბერიმ, არიენ რობენმა, მატს ჰუმელსმა, რაფინიამ და ხამეს როდრიგესმა დატოვეს. პოლონელმა ფორვარდმა ლოს-ანჯელესის აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მეტი ფულის დახარჯვაა საჭირო ევროასპარეზზე თავის გამოსაჩენად: "მეტ ტრანსფერს უნდა ელოდეთ, ჩემპიონთა ლიგის მოგება ახალი სისხლის გარეშე რთულია.უმაღლეს დონეზე რომ ითამაშო მუდმივად გჭირდება კონკურენტუნარიანი გუნდი და მაღალი ხარისხი, ჩვენ ორი წელია დიდი ტრანსფერი არ განგვიხორციელებია., ყველამ იცის რომ პირველ გუნდში ასე ცოტა ფეხბურთელის ყოლა ვარჯიშებზე კონკურენციას ადაბლებს, ვიმედოვნებ რომ უახლოეს დღეებში სასიამოვნო სიახლეებს შევიტყობთ. ერნანდესის და პავარის მსგავსი ფეხბურთელები გუნდს მხოლოდ წაადგებიან, ისინი მსოფლიო ჩემპიონები არიან და ნამდვილად იმსახურებენ აქ თამაშს. " ლევანდოვსკის თანაგუნდელმა ჯოშუა კიმიხმა მისი მოსაზრება გაიზიარა: "ჩვენ კარგი ფეხბურთელები გვყავს მაგრამ საკმარისია კი ეს უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლაში? ამჟამად ძალიან ბევრი ფეხბურთელია ახალგაზრდული გუნდიდან, რეალურად აშშ-ში გასამართ ტურნირზე პირველი გუნდიდან მხოლოდ 17 წევრი იქნება წარმოდგენილი. ვფიქრობ ტიტულების მოსაპოვებლად მეტი ტრანსფერი გვჭირდება." ლევანდოვსკის, რომელმაც გასულ სეზონში 40 გოლი გაიტანა, "ბაიერნთან" კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს, თუმცა კარლ-ჰაინც რუმენიგეს განცხადებით ის გაგრძელდება. "ჩვენ მოლაპარაკებების სტადიაში ვართ, არ ვიცი რამდენ ხანს გასტანს, მაგრამ ფაქტია სწორ გზას ვადგავართ. მე მიყვარს მიუნხენი და კლუბშიც კარგად ვგრძნობ თავს. კარიერის 2023 წელს დასრულებაზე არ ვფიქრობ, თავს კარგად ვგრძნობ და თამაშიც მსიამოვნებს. "

სხვა სტატიები