ლევანდოვსკიმ ჩემპიონთა ლიგაზე უნიკალური შედეგი დააფიქსირა
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ,,ბარსელონამ'' ,,პლზენს'' უმასპინძლა და 5:1 დაამარცხა.
მატჩში სამი გოლი გაიტანა კატალონიური გუნდის თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე უნიკალური შედეგი დააფიქსირა - პოლონელი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთთრიკი სამი სხვადასხვა კლუბის მაისურით აქვს გაფორმებული.
34 წლის ფორვარდმა მეტოქის კარის აღება სამჯერ აქამდე ,,დორტმუნდში'' (ერთი ჰეთთრიკი) და ,,ბაიერნში'' (ოთხი ჰეთთრიკი) თამაშისას შეძლო.
მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკის ანგარიშზე ,,ბარსელონას'' შემადგენლობაში ჩატარებულ 5 მატჩში 8 გოლია.
1 - @lewy_official 🇲🇨 is the first player to score a UEFA Champions League #UCL hat trick for three different teams (one for Borussia Dortmund, four for Bayern Munich, one for Barcelona). Prolific. pic.twitter.com/EE435xrGMD
— OptaJose (@OptaJose) September 7, 2022