Belive

ლევანდოვსკიმ მესის და მბაპეს აჯობა - პოლონელი 2019 წელს საუკეთესო იყო

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპულ საფეხბურთო ელიტაში 2019 წელს საუკეთესო ბომბარდირი რობერტ ლევანდოვსკი გახდა. 2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე პოლონელმა თავდამსხმელმა საკლუბო და სანაკრებო დონეზე 59 მატჩში 54 გოლის გატანა მოახერხა. მიუნხენის "ბაიერნის" და პოლონეთის ნაკრების თავდამსხმელმა "ბარსელონას" და არგენტინის ეროვნული გუნდის კაპიტანს ლიონელ მესის აჯობა, რომელმაც 58 შეხვედრაში მეტოქის კარი 50-ჯერ აიღო. კალენდრულ წელიწადში შეგდებული ბურთებით ოქროს ბუცისა და ოქროს ბურთის მოქმედ გამარჯვებულს საფრანგეთის ჩემპიონატის წინა სეზონის საუკეთესო ბომბარდირი კილიან მბაპე მოსდევს, რომლის ანგარიშზეც 49 მატჩში 44 გოლია. 31 წლის ფორვარდი "ბაიერნში" "დორტმუნდიდან" 2014 წელს გადავიდა და 267 მატჩში 221 გოლის გატანა და 49 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. ლევანდოვსკიმ "ბაიერნში" 5-ჯერ ბუნდესლიგის მოგება მოახერხა.

სხვა სტატიები