Belive

ლევანდოვსკიმ სვიონტეკს US Open-ის მოგება მიულოცა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პოლონეთის ეროვნული ნაკრებისა და ,,ბარსელონას'' თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, თანამემამულეს, იგა სვიონტეკს, სოციალური ქსელის საშუალებით ამერიკის ღია პირველობის მოგება მიულოცა:

,,გილოცავ, იგა! ნამდვილი ჩემპიონი ხარ და ეს უდიდეს ტურნირზე კიდევ ერთხელ დაამტკიცე! შენ გამო ძალიან ბედნიერი ვარ!'' - წერს ლევანდოვსკი ტვიტერის პირად გვერდზე.

ქალთა შორის ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებული მსოფლიოს პირველი ჩოგანი – იგა სვიონტეკი (პოლონეთი) გახდა, რომელმაც ფინალში ონს ჟაბურს (ტუნისი, 5) 2 სეტში, ანგარიშით 6:2, 7:6 მოუგო.

იგამ გრანდ სლემის ტიტული კარიერაში მესამედ მოიპოვა – მსოფლიოს პირველს ჩოგანს ორჯერ როლან გაროსი აქვს მოგებული.

სხვა სტატიები