Belive

ლევანდოვსკის პასუხი - ვიმსახურებ თუ არა ოქროს ბურთს?

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც მოგეხსენებათ, კორონავირუსის პანდემიის გამო წელს ოქროს ბურთის დაჯილდოება არ გაიმართება. France Football-მა აღნიშნული ინფორმაცია ივლისში დაადასტურა. წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მოგების მთავარ კანდიდანტად საფეხბურთო სამყაროს დიდი ნაწილი რობერტ ლევანდოვსკის მიიჩნევს. პოლონელმა თავდამსხმელმა საუცხოო სეზონი ჩაატარა. ლევანდოვსკიმ ოქროს ბურთის ჩაშლილი დაჯილდოების შესახებ პირველად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ამ ტიტულს იმსახურებდა.
"ჩვენ ყველაფერი მოვიგეთ, რისი მოგებაც შესაძლებელი იყო. მე ყველა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ვიყავი. ვფიქრობ, თუ ფეხბურთელი ამდენს მიაღწევს, შეიძლება, რომ მან ოქროს ბურთი მოიგოს," - თქვა რობერტმა.
ლევანდოვსკი წელს "ბაიერნთან" ერთად ჩემპიონთა ლიგას, ბუნდესლიგასა და გერმანიის თასს დაეუფლა. სამივე ტურნირზე 32 წლის ფორვარდი საუკეთესო მეგოლე გახდა და სეზონში, ჯამში, 55 ბურთი დაუგროვდა.

სხვა სტატიები