Belive

ლევანდოვსკის ტრავმა მძიმე აღმოჩნდა - რამდენს გამოტოვებს პოლონელი? 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
შესანიშნავ ფორმაში მყოფი რობერტ ლევანდოვსკი უახლოეს 4 კვირას გამოტოვებს. მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელმა მუხლის ტრავმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგ მიიღო. "რეკორდმაისტერის" ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, პოლონელი ფორვარდის ტრავმა სერიოზულია და მას სულ მცირე 1 თვე გაუცდება. 31 წლის ფეხბურთელს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი აქვს: ლევანდოვსკიმ უპრესტიჟულეს ევროპულ ტურნირზე ყველა მატჩში გაიტანა და 11 გოლით გათამაშების საუკეთესო ბომბარდირია, გოლეადორთა შორის ის ბუნდესიგაშიც ლიდერობს, სადაც მის ანგარიშზე 25 გოლია.

სხვა სტატიები