Belive

ლევანტეს ლეგენდა კარიერას ვილიარეალში გააგრძელებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ვილიარეალის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ხოსე ლუის მორალესი კარიერას "ყვითელი წყალქვეშა ნავების" რიგებში გააგრძელებს. 34 წლის თავდამსხმელმა ახალ გუნდთან კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა. გასულ სეზონში "ლევანტე" ლა ლიგიდან გავარდა, რის შემდეგაც, მორალესმა ვალენსიელთა დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ხოსე ლუისი "ლევანტეს" ლეგენდაა. ის კლუბში 2013 წელს მივიდა და ჩატარებულ 311 მატჩში 69 გოლი გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ "ლევანტემ" საუკეთესოთა რიგები დატოვა, მორალესს კარგი სეზონი ჰქონდა - მის ანგარიშზე 2021/22 წლებში 13 ბურთია.

სხვა სტატიები