Belive

ლევერკუზენმა ჰავერცის შემცვლელი იპოვა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სატრანსფერო პერიოდი აქტიურ ფაზაში გადავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდებს, რომლებიც შემადგენლობის გაძლიერებით არიან დაინტერესებულნი სულ უფრო ცოტა დრო რჩებათ სასურველი შედეგისათვის. კაი ჰავერცი აწ უკვე ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელია, თუმცა მისი გასხვისებით მიღებული დანაკლისი არც თუ ისე მცირეა, რაც იმას ნიშნავს, რომ "ლევერკუზენს" მისთვის ღირსეული შემცვლელის პოვნა მოუწევს. გერმანელების სამიზნეში ამჟამად "რომას" ფეხბურთელი პატრიკ შიკია. Football Italia-ის ცნობით შიკის სატრანსფერო ღირებულება 29 მილიონი ევროა. პრესაში ასევე იუწყებიან, რომ გერმანული კლუბის მესვეურები სასურველი ფეხბურთელისათვის უკვე საკონტრაქტო დეტალებს ადგენენ. აღსანიშნავია, რომ შიკით დაინტერესებულ კლუბებს შორის "ლევერკუზენთან" ერთად "ფიორენტინა" და "ტორინოც" არიან.

სხვა სტატიები