Belive

ლიბერიის პრეზიდენტი ფეხბურთს დაუბრუნდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლიბერიის პრეზიდენტმა და ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ჟორჟ ვეამ 51 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა განაახლა. "მილანის" ყოფილმა ლეგენდამ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც სწორედ მის საპატივსაცემოდ შედგა. ამხანაგური შეხვედრის ჩატარების გადაწყვეტილება, ლიბერიის ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო. 14 ნომრიან მაისურს, რომლითაც ჟორჟ ვეა კარიერის პიკში ასპარეზობდა - ვერცერთი ლიბერიელი ფეხბურთელი ვეღარ მოირგებს. ლიბერიის ფეხბურთის ფედერაციამ, ჟორჟ ვეას საპატივსაცემოდ, 14 ნომრიანი მაისური ხმარებიდან ამოიღო.

სხვა სტატიები