Belive

ლიბერტადორესის თასის ნახევარფინალური მატჩის დრამატული დასასრული (ვიდეო)

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლიბერტადორესის თასის ნახევარფინალური დაპირისპირების განმეორებითი მატჩი, რომელშიც "გრემიო" - "რივერ პლეიტს" დაუპირისპირდა, დრამატულად დასრულდა. ნახევარფინალური დაპირისპირების პირველ შეხვედრაში, "რივერ პლეიტი" საკუთარ მოედანზე მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 0:1 დამარცხდა. განმეორებით მატჩში, "გრემიო" 36-ე წუთზე დაწინაურდა და გაჩნდა შთაბეჭდილება, რომ ლიბერტადორესის თასის ფინალში ბრაზილიური კლუბი გავიდოდა. შეხვედრის 82-ე წუთზე ბორემ წონასწორობა აღადგინა, 95-ე წუთზე "გრემიოს" კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი კი გონსალო მარტინესმა ზუსტად შეასრულა და "რივერ პლეიტს" ფინალური საგზური მოუპოვა. კოპა ლიბერტადორესის ფინალში, "რივერ პლეიტის" მეტოქის ვინაობა, "ბოკა ხუნიორსი" - "პალმეირასის" დაპირისპირების შემდეგ გახდება ცნობილი.

სხვა სტატიები