Belive

ლიდსი სტადიონზე შეჭრილი ბავშვების მშობლებს მატჩზე დასწრებას 1 წლით აუკრძალავს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ლიდს იუნაიტედი" სტადიონზე გულშემატკივრის შეჭრის პრობლემის გადაჭრას მკაცრად შეეცდება. ინგლისური გუნდის ოფიციალური გუნდის თანახმად, საშინაო მატჩებზე დასწრება 1 წლით აეკრძალებათ იმ ბავშვების მშობლებს/მეურვეებს, რომელთა შვილებიც სტადიონზე შეიჭრებიან.

"მოედანი წითელი ზონაა და ნულოვანი ტოლერანტობა გვექნება იმ გულშემატკივრის მიმართ, რომლებიც წესებს დაარღვევენ. ელანდ როუდზე ფანები დიდებულ ატმოსფეროს ქმნიან, მაგრამ ფეხბურთელების რისკის ქვეშ დაყენებას არ შევეგუებით," - წერია "ლიდსის" განცხადებაში.

სხვა სტატიები