Belive

ლიდსში დიდი ფული მიდის - პსჟ-ს მფლობელებმა ინგლისური გუნდის შეძენა გადაწყვიტეს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ყატარის სპორტული ინვესტიციების ჯგუფმა", რომელიც "პსჟ-ს" მფლობელია, შესაძლოა ინგლისის ჩემპიონშიფში მოთამაშე "ლიდს იუნაიტედი" შეიძინოს. ჯერჯერობით, შეთანხმება მიღწეული არ არის, თუმცა მოლაპარაკებათა პირველი სერია შედგა და წარმატებითაც დასრულდა. უახლოეს დღეებში, მოლაპარაკებები დასრულდება, თუმცა ერთადერთი ხელშემშლელი ფაქტორი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოყოფა შესაძლოა გახდეს. "ლიდსის" ამჟამინდელმა მფლობელმა ანდრეა რადრიზანიმ ცოტა ხნის წინ თქვა, რომ მან კომპანიის ხელმძღვანელებს 20 წინადადება გაუგზავნა და სასურველი ვარიანტის არჩევა შესთავაზა. "ლიდსი", რომელსაც წარსულში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშიც უთამაშია, 16 ტურის შემდეგ 31 ქულით ჩემპიონშიფში მესამეა და პრემიერ ლიგაში ამოსვლის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნევა.

სხვა სტატიები