ლილიან ტურამი: “გვარდიოლა სიტის არ დატოვებს

ტურინის “იუვენტუსის” და საფრანგეთის ნაკრების ლეგენდის, ლილიან ტურამის განცხადებით, პეპ გვარდიოლა ტურინის “იუვენტუსში” გადასვლას არ გეგმავს.

“გვარდიოლა შესანიშნავი მწვრთნელია, მაგრამ ის “სიტის” არ დატოვებს. “იუვენტუსს” ყოველთვის შესანიშნავი მწვრთნელები ჰყავდა და იმედი მაქვს, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება,” განაცხადა ტურამმა.

გასული კვირის განმავლობაში, პეპ გვარდიოლას სახელი ტურინის “იუვენტუსს” არაერთხელ დაუკავშირდა. იტალიური მედიასაშუალებები იტყობინებოდნენ, რომ გვარდიოლა კარიერას ტურინში გააგრძელებდა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა.

სეზონის დასრულებისთანავე, “იუვენტუსის” მენეჯმეტმა გუნდის მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი გაათავისუფლა. ცნობილია, რომ ალეგრის გათავისუფლების მთავარი ინიციატორი გუნდის სპორტული დირექტორი და ლეგენდარული ჩეხი ფეხბურთელი, პაველ ნედვედი იყო.

შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსი” იტალიაში პირველობას ზედიზედ 8 სეზონია არავის უთმობს. თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება ტურინულმა გუნდმა უკანასკნელად 1996 წელს იზეიმა.

(92)

ლილიან ტურამი: “გვარდიოლა სიტის არ დატოვებს

სტატიის ავტორი
-