Belive

ლინდელოფმა სამშობლოში ქალი გაძარცვისგან იხსნა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ვიქტორ ლინდელოფმა მოხუცი ქალბატონი გაძარცვისგან გადაარჩინა. "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელმა თავდამსხმელის შეჩერება მოახერხა. ევროპა ლიგაზე მარცხის შემდეგ "წითელი ეშმაკებისთვის" სეზონი დასრულდა. ლინდელოფი კი დასვენებას სამშობლოში, შვედეთში, ქალაქ ვასტერასში ატარებს. ყოველდღიური შვედური გამოცემა Aftonbladet-ის ინფორმაციის თანახმად, 26 წლის ფეხბურთელმა 90 წლის ქალის გაძარცვის დროს თავდამსხმელის დაჭერა მოახერხა. ადგილობრივმა პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა: "ადამიანი, რომელიც შემთხვევის დროს იქვე იმყოფებოდა, ეჭვმიტანილის მიმართულებით გაიქცა და ის დაიჭირა მანამ, სანამ ადგილზე პოლიციელები მივიდნენ."  

სხვა სტატიები