Belive

ლინეკერი: "მესის თამაშის გამეორება ჩვეულებრივი მოკვდავისთვის შეუძლებელია" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას", "ტოტენჰემის" და ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა გარი ლინკერემა, რომელიც ამჟამად ბრიტანულ ტელევიზიებში საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს, ოქროს ბურთის 2019 წლის დაჯილდოება შეაფასა და რეკორდსმენი გამარჯვებულის შესახებ ისაუბრა. "მესიმ კარიერაში მეექვსე ოქროს ბურთი მოიგო. ისევე როგორც წინა წლებში, ბოლო სეზონშიც მისი სტატისტიკა უბრალოდ განსაკუთრებული იყო. ის უფრო მაღალ დონეზე დგას, ვიდრე მთლიანად მსოფლიო ფეხბურთი.  მისი თამაში ხალხს ბედნიერებას ანიჭებს. იმისა გაკეთება, რასაც ლეო მოედანზე ახერხებს, ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის შეუძლებელია", - დაწერა 59 წლის ინგლისელმა Twitter-ში.

სხვა სტატიები