Belive

ლინეკერი: "სოლსკიაერს დრო სჭირდება, წარმატებისთვის ტრანსფერებია საჭირო" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა გარი ლინეკერმა, რომელიც ამჟამად ბრიტანულ ტელევიზიაში ანალიტიკოსად მუშაობს, "მანჩესტერ იუნაიტედში" არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა. მისი აზრით, "წითელი ეშმაკების" მთავარ მწვრთნელს წარმატების მისაღწევად დრო სჭირდება. "ბარნლისთან" (0:2) მარცხმა, შესაძლოა, კლუბის ხელმძღვანელობაში შეშფოთება გამოიწვიოს, მაგრამ ვფიქრობ, მათ ოლე გუნარ სოლსკიაერს დრო უნდა მისცენ.  როგორც ვხედავთ, ამჟამინდელი შემადეგნლობა ახალგაზრდა და გამოუცდელია. მათ მძიმე წნეხის ტარება უწევთ. ვფიქრობ, სულ მცირე წარმატების მისაღწევადაც კი, "მანჩესტერს" ზამთარში ორი ტრანსფერი მაინც სჭირდება.  ამ გუნდის თამაშში არის მომენტები, როცა ვფქრობ, რომ ისინი სწორი მიმართულებით ვითარდებიან. ახალგაზრდები მოტივირებულები და ენერგიულები არიან, მაგრამ მთავარი პრობლემა კლასის არ ქონაა. "მანჩესტერი" ახლა არის იქ, სადაც იმსახურებს და ხალხი ამას უნდა შეეგუოს",-თქვა ლინეკერმა. ნორვეგიელი სპეციალისტის გუნდი პრემიერლიგაში 24 ტურის შემდეგ დაგროვილი 34 ქულით მეხუთე ადგილს იკავებს.  

სხვა სტატიები