Belive

"ლინგარდი ინგლისელი ინიესტაა" - რენე მალესტინი

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" სამწვრთნელო შტაბის ყოფილმა წევრმა, რენე მალესტინმა თავი სასაცილოდ ჩაიგდო, საქმე იმაშია რომ ჰოლანდიელმა მწვრთნელმა "წითელი ეშმაკების" 14 ნომერი, ჯესი ლინგარდი ლეგენდარულ ესპანელ ფეხბურთელს, ანდრეს ინიესტას შეადარა, რასაც სოციალურ ქსელებში დამცინავი კომენტარები მოჰყვა. "ჯესი ყოველთვის იყო ინიესტას ინგლისური ვერსია, იგი ძალიან მობილური ფეხბურთელია, მოედანზე ყველა კუთხეში იყურება და ძალიან გუნდურად თამაშობს" - განაცხადა მალესტინმა. შეგახსენებთ, რომ მალესტინი სერ ალექს ფერგიუსონის სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა, მანამდე კი წლების განმავლობაში "მანჩესტერის" ახალგაზრდულ და რეზერვების კლუბს წვრთნიდა, ჯესის კი მის ხელში არაერთხელ უთამაშია.

სხვა სტატიები