Belive

ლინგარდი: "ვთამაშობდი და ვერ ვხვდებოდი სად ვიყავი"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ჯესი ლინგარდს მანჩესტერული კარიერის დროს მენტალური პრობლემები ჰქონდა. ინგლისელმა ფეხბურთელმა საკმაოდ გულახდილ ინტერვიუში თქვა, რომ ის ფეხბურთიდან პაუზის აღებასაც კი აპირებდა. თუ ჯესიმ გასულ სეზონში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა, მას "ვესტ ჰემში" ჩატარებულ 10 მატჩში უკვე 9 გოლი აქვს. 28 წლის ნახევარმცველი მარტის სანაკრებო პაუზაზე ინგლისის ნაკრებშიც გამოიძახეს.
"თამაში არ მინდოდა, რადგან ჩემი გონება სხვაგან იყო, ფოკუსირებული არ ვიყავი. სხვა რაღაცებზე ვფიქრობდი და საკუთარ თავს ვეუბნებოდი: "ითამაშე ფეხბურთი, თუმცა ეს შენ არ შეგიძლია." თითქოს, იგივე ადამიანი არ ვიყავი, ვგრძნობდი, რომ ჯესი ლინგარდი არ ვიყავი. მაშინაც კი, როდესაც ფეხბურთს ვთამაშობდი, თამაში ისე გადიოდა, რომ მოედანზე ყოფნა არ მინდოდა - ეს წარმოუდგენელი იყო. ამიტომაც, "იუნაიტედთან" გავიხსენი და ვუთხარი, რომ წასვლას ვაპირებდი, ისინიც დამეხმარნენ. ლოქდაუნის დროს შემეძლო მარტივად მეთქვა ყველაფერზე უარი. "არა, ამის გაკეთება არ მინდა,"  - შესაძლოა ასეც ვყოფილიყავი, მაგრამ ბრძოლა საკუთარ თავთან ყოველთვის მაბრუნებდა რეალობაში. მივდიოდი სპორტდარბაზში, დავრბოდი, რადგან მინდოდა, რომ ვარჯიშს სხვებზე კარგ ფორმაში დავბრუნებოდი - ასეც მოხდა. პანდემიამ ძალიან შემცვალა. ჩემს ძველ თამაშებს ვუყურებდი, მაგალითად მსოფლიო ჩემპიონატზე და ვამბობდი: "დიახ, ეს არის ნამდვილი ჯესი ლინგარდი." ძმასთან ერთად ვცხოვრობ, მან კი ერთხელ ჩემი ემოციები შეამჩნია. მას აქვს ვიდეო, სადაც ჩანს თუ როგორ ვიყურებოდი ჰაერში 3 წუთის განმავლობაში. აინტერესებდა რას ვფიქრობდი, მაგრამ თვითონაც არ იცოდა, რას განვიცდიდი," - ამბობს ჯესი ლინგარდი.

სხვა სტატიები