ლინგარდის გოლმა გულშემატკივარს საოცარი ფსონი წააგებინა

პრემიერლიგის ბოლო, 38-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა “ლესტერსა” და “იუნაიტედს” შორის გაიმართა. სოლსკიაერის გაწვრთნილმა გუნდმა ბრუნო ფერდნანდეშისა და ჯესი ლინგარდის გოლებით მოიგო – 0:2.

27 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა “ლესტერთან” სეზონის პირველი გოლი 98-ე წუთზე გაიტანა. ლინგარდმა “მელიების” კარი კასპერ შმეიხელის შეცდომით აიღო, რითაც ფეხბურთის ერთ-ერთი ქომაგის საოცარი ფსონი შეიწირა.

ინგლისელმა ენტონი ჯონსონმა 3,3 ფუნტი იმაზე განათავსა, რომ ჯესი ლინგარდი 2019/20 წლების ინგლისის ჩემპიონატის სეზონში გოლს ვერც გოლს გაიტანდა და ვერც საგოლე გადაცემას მიითვლიდა. ჩატარებული 22 მატჩის მიხედვით ენტონი 135 ფუნტს იგებდა, თუმცა 98-ე წუთზე გატანილმა გოლმა მას იმედები გაუცრუა.

ლინგარდის გოლმა გულშემატკივარს საოცარი ფსონი წააგებინა 1

(2988)

ლინგარდის გოლმა გულშემატკივარს საოცარი ფსონი წააგებინა

სტატიის ავტორი
-