Belive

ლინგარდმა მანჩესტერში გოლი ბოლო 12 თვიდან მხოლოდ 1-ში გაიტანა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჯესი ლინგარდის თამაში "იუნაიტედში" კრიტიკას ვერ უძლებს. ინგლისელმა ფეხბურთელმა თავის გამოჩენა ვერც "ვულვზთან" მოახერხა. ბრიტანული მედია 26 წლის ნახევარმცველის საშინელ სტატისტიკაზე ალაპარაკდა. ლინგარდმა პრემიერლიგის ბოლო 12 თვიდან გოლ(ებ)ი მხოლოდ დეკემბერში გაიტანა. ლინგარდმა აღნიშნულ პერიოდში საკმაოდ კარგი სტატისტიკა დააფიქსირა - 4 გოლი, 2 საგოლე გადაცემა, თუმცა დარჩენილ 11 თვეში ვერაფერი გააკეთა. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "იუნაიტედის" გულშემატკივარი უკმაყოფილო სწორედ ნახევარდაცვის არ გაძლიერების გამო იყო. ჯესი ლინგარდმა, რომელმაც მატას სათადარიგო სკამზე ყოფნისას 10-იანის პოზიციაზე ითამაშა, ინგლისის ჩემპიონატში თავი ბოლოს 22 დეკემბერს გამოიჩინა.  

სხვა სტატიები