Belive

ლინგარდს იუნაიტედის დატოვება და მილანში გადასვლა სურს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჯესი ლინგარდს საშინელი 2019 წელი ჰქონდა. ინგლისელმა ვერცერთ პრემიერ ლიგურ თამაშში ვერ გაიტანა გოლი და არც საგოლე გადაცემა გაუკეთებია. ლინგარდის ანგარიშზე მხოლოდ ერთი გოლია, ისიც ევროპის ლიგის ეგიდით "ასტანას" კარში. ჯესის თამაში თითქმის აღარ უწევს. სოლსკიაერმა დაკარგა ყველანაირი ნდობა და ახლა ინგლისელი უმეტეს ნაწილს სათადარიგოთა სკამზე ატარებს. ლინგარდი დაუკავშირდა თავის აგენტს მინო რაიოლას და კლუბის შეცვლა სთხოვა.  რაიოლა ცნობილი აგენტია და იგი არაერთ სუპერ ვარსკვლავთან მუშაობს.  აგენტმა ინგლისელ ფეხბურთელს "მილანი" შესთავაზა, რაზეც ლინგარდი დათანხმდა. იტალიელ ჟურნალისტ ალესანდრო ჯაკობონოზე დაყრდნობით, რომელიც "მილანისთვის" მუშაობს, ვიგებთ რომ ინგლისელს "წითელი ეშმაკების" დატოვება მყარად აქვს გადაწყვეტილი. რაიოლამ კი დრო არ დაკარგა და ლინგარდი "მილანს" შესთავაზა. ალესანდრო ჯაკობონე იდეალური სახელით არ გამოირჩევა და ხშირად არასწორ ინფორმაციებს ავრცელებს, მაგრამ საქმე როდესაც "მილანს" ეხება, იტალიელი გულშემატკივრებს ყოველთვის ზუსტ ინფორმაციას აწვდის. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

სხვა სტატიები