Belive

ლინიკერი: "მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მხოლოდ მესი უნდა ხდებოდეს"!

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე ლუკა მოდრიჩი, კრიშტიანუ რონალდუ და მოჰამედ სალაჰი წარადგინა. ნიშანდობლივია, რომ ჩამონათვალში მსოფლიო 5-გზის საუკეთესო ფეხბურთელი, ლიონელ მესი ვერ მოხვდა. აღნიშნულ საკითხს ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად სპორტული გადაცემების წამყვანი, გარი ლინიკერი გამოეხმაურა: ""FIFA მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას მართლა საუკეთესოებს რომ გადასცემდეს, ჯილდოს ყოველწლიურად მესი მოიგებდა", - აღნიშნა მან.

სხვა სტატიები