Belive

17 ფეხბურთელს შეარქვეს "ახალი მესი", სად არიან ისინი ახლა?

1 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ
მესის გარეშე ფეხბუერთი წარმოუდგენელია."ბარსელონაში" დებიუტის შემდეგ (2004 წლის ოქტომბერი) არგენტინელი მსოფილიო ფეხბურთში დომინირებს. შეუძლია ვინმეს მისი ჩანაცვლება?  არა! მიუხედავად იმისა, რომ მესი შეუცვლელია, ფანებს ხშირად მოუნათლავთ ახალგაზრდა მოთამაშეები, როგორც " ახალი მესი". ამ სახელის მინიჭება დიდ პასუხისმგებლობასა და ზეწოლას ნიშნავს ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის. სად არიან ის ფეხბურთელები ახლა, ვინც მესის ნაბიჯებს მიჰყვებოდა?  მოდი ვნახოთ:

ბოიანი | "ვისელ კობე"

ბოიანს მოხსნილი აქვს მესის რეკორდი, ის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია "ბარსელონას" ისტორიაში. მას უთამაშია "რომაში", "მილანში", და "სტოკში". ახლა ის 31 წლისაა და იაპონური "ვისელ კობეს" ღირსებას იცავს.

გაი ასულინი | თავისუფალი აგენტი

ასულინი გარკვეული დროის განმავლობაში ირიცხებოდა "ბარსელონას" აკადემიაში, მაგრამ მას მთავარ გუნდში დიდი სათამაშო დრო არ მისცემია. ბოლოს ის იტალიის მეოთხე ლიგის გუნდში "კრემაში" თამაშობდა. ახლა ის 31 წლისაა და გუნდის გარეშეა.

ალენ ჰალილოვიჩი  | "რედინგი" 

"ბარსელონამ" ალენი "დინამო ზაგრებიდან" დაიმატა, როგორც ზემოთ ჩამოთვლილებმა, მანაც ვერ გაამართლა. ახლა ის 25 წლისაა და ინგლისის ჩემპიონშიპში, "რედინგში" თამაშობს. მანამდე ის, ასევე ჩემპიონშიპის გუნდში, "ბირმინგემში" ირიცხებოდა.  

იკერ მუნიაინი  | ბილბაოს "ატლეტიკი"

მუნიაინი ახლა "ბილბაოს" კაპიტანია. 29 წლის იკერმა მესის დონეს ვერ მიაღწია, თუმცა მისი ბავშვობის კლუბის ლეგენდად იქცა.

 ჰუმამ თარიქი  | "ალ-აჰლი" 

თარიქი უკვე 26 წლისაა და ერაყის გარეთ არასდროს უთამაშია. ეროვნული ნაკრებში  74 ჩატარებული მატჩი მოუგროვდა.

რაიან გოლდი  | "ვანკუვერ უაითკეპსი"

"დანდი იუნაიტედში" თამაშის დროს მას ბევრ ევროპულ გრანდს უკავშირებდნენ, მაგრამ ახალი ის 26 წლისაა და MLS-ში თამაშობს.

რიო მიაიჩი | "იოკოჰომა"

"უიგანში" გადასვლამდე რიო " არსენალში" ირიცხებოდა, თუმცა პირველ გუნდში თამაში ვერ მოახერხა. 29 წლის ასაკში ის დაბრუნდა სამშობლოში. "იაპონელ მესის" ნაკრებში მხოლოდ ორი მატჩი აქვს ჩატარებული.

ტაკეფუსა კუბო | "რეალ მადრიდი"

იაპონელი 21 წლისაა და ბოლო წლები ლა ლიგაში გაატარა. ტაკეფუსა "მალიორკაში" იყო განათხოვრებული. ის დღემდე რეალის საკუთრებად რჩება.

ლი სუნგ-ვუ | "სუვონი"

12 წლის ლი "ბარსელონას" აკადემიაში ირიცხებოდა. პირველ სეზონში 39 გოლი გაიტანა და ეს ყველაფერი 29 მატჩში მოახერხა. მიუხედავად ამისა, პირველი გუნდისკენ გზა ვერ გაიკვლია და სამშობლოში დაბრუნება მოუწია. ის ახლა 24 წლისაა და "სუვონის" ღირსებას იცავს.
 

მოჰამედ სალაჰი | "ლივერპული"

ბოლო სეზონის შემდეგ, ბევრისთვის, მოჰამედი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მოიაზრებოდა. რა თქმა უნდა, მისი კარიერა მესის კარიერასთან ახლოსაც ვერ მივა.

კრისტიან აცუ | "ალ-რეიდი"

"აფრიკელი მესი" 2013- 2017 წლებში "ჩელსიში" ირიცხებოდა, მაგრამ პირველ გუნდში თამაში ვერ შეძლო. ის ახლა 30 წლისაა და საუდის არაბეთში თამაშობს.

მარკო მარინი | თავისუფალი აგენტი

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელმაც "ჩელსის" მთავარ გუნდში ვერ ითამაშა. მარკოს გერმანიის ნაკრებში 16 თამაში აქვს ჩატარებული. ბოლოს ის უნგრული "ფერენცვაროშის" რიგებში ირიცხებოდა.  

ჯერდან შაჩირი | "ჩიკაგო"

შვეიცარიელს განსაკუთრებული ტაქტიკა და შესაძლებლობები აქვს. მან მოახერხა  "ლივერპულთან" და "ბაიერნთან" ერთად  ტიტულების მოგება. ის არასდროს ყოფილა იმდენად კარგი, რომ ევროპაში საუკეთესო ფეხბურთელი გამხდარიყო. ახლა ჯერდანი 30 წლისაა და MLS-ში თამაშობს.

სარდარ აზმუნი | "ბაიერ ლევერკუზენი"

ირანელი ფეხბურთელი "ლევერკუზენში" "ზენიტიდან" იანვარში გადავიდა და ბუნდესლიგაში მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლო. სარდარს, ნაკრებში, შთამბეჭდავი შედეგი აქვს : 62 მატჩში 40 გოლი.

მარტინ ოდეგორი | "არსენალი"

ოდეგორმა დიდი ყურადღება მიიქცია მაშინ, როცა 15 წლის ასაკში, "რეალ მადრიდში" გადავიდა. რვა წლის შემდეგ, ნორვეგიელი საკუთარ ნაკრებს კაპიტნობს და "არსენალში" მშვენიერი სეზონი ჩაატარა.

ჟერარდ დეულოფეუ | "უდინეზე"

ესპანელმა "ბარსელონაში" თავისი შესაძლებლობები ვერ გამოავლინა და ინგლისურ "უოტფორდში" გადავიდა. 2020 წელს, პოცოს ოჯახის საკუთრებაში მყოფ, "უდინეზეში" გადავიდა.

ხუან იტურბე | "არისი"

პარაგვაელმა ფეხბურთელმა კარიერის საწყისი წლები "პორტუსა" და "რომაში" გაატარა. ახლა ის 29 წლისაა და საბარძნეთში, "არისში" თამაშობს.  

სხვა სტატიები