Belive

ლიონელ მესი ბარსელონას ყველა დროის რეკორდსმენია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლიონელ მესი რეკორდების დამყარებას კვლავ განაგრძობს. "რეალ სოსიედადთან" ჩატარებული მატჩი ლეოსთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა - მან "ბლაუგრანას" მაისურით 768-ე მატჩი ჩაატარა, რითაც ლეგენდარულ ხავის გადაუსწრო და პირველ ადგილზე გადავიდა. ბოლო პერიოდში, მისი რეკორდების შესახებ უკვე არაერთხელ დავწერეთ: არგენტინელს ლა ლიგაში ზედიზედ 13 სეზონში, 20 გოლზე მეტი გააქვს. მეტსაც გეტყვით: მესისთვის თითოეული გოლი რეკორდულია, რადგან "ბარსელონას" ყველა დროის ბომბარდირებს შორის, არგენტინელი უპირობოდ პირველ ადგილს იკავებს. 2005 წლის შემდეგ, 768 გამართულ მატჩში, მესიმ 536 თამაში მოიგო 91-ში დამარცხდა, 140 კი ფრედ დასრულდა. ამ პერიოდში კი, არგენტინელმა 34 საკლუბო ტიტულს მოუყარა თავი. შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის "ბარსელონასთან" კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულამდე აკავშირებს. გუნდის ახალი პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას განცხადებით, არგენტინელის გუნდში დასარჩენად ყველა ზომას მიმართავს.

სხვა სტატიები