Belive

ლიონელ მესი ბარსელონას ტოვებს - ბართომეუ რჩება 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
არაერთი წამყვანი ევროპული გამოცემა აქტიურად ავრცელებს ინფორმაციას, რომ ლიონელ მესიმ "ბარსელონას" დატოვება გადაწყვიტა და ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობას უკვე შეატყობინა. ავტორიტეტული ესპანელი ჟურნალისტი ალფრედო მარტინესი წერს: "დღეს "ბარსელონას" გულშემატკივრებისთვის სამწუხარო დღეა. ლიონელ მესი აცხადებს, რომ კარიერის "ბლაუგრანაში" გაგრძელება არ სურს. კლუბში გატარებული 20 წლის შემდეგ, ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე "ბარსელონას" ტოვებს, ხოსეპ მარია ბართომეუ კი რჩება. პრეზიდენტი, რომელმაც მესის შენარჩუნება ვერ შეძლო". 6 ოქროს ბურთის გამარჯვებულმა ფეხბურთელმა ეს გადაწყვეტილება ბოლო წლების განმავლობაში კლუბში არსებული მძიმე მდგომარეობის ფონზე მიიღო, რაც საბოლოოდ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ბაიერნთან" განადგურებით (2:8) "დაგვირგვინდა". 34 წლის არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა კატალონიურ გრანდში 20 წელი გაატარა და ყველა შესაძლო ტიტული არაერთხელ მოიგო, მათ შორის 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა.

სხვა სტატიები