Belive

ლიონელ მესი: "ჩვენი ერთიანობით ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ ერთი გუნდი ვართ"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ნაკრების სტარტი ყატარის მუნდიალზე წარუმატებელი აღმოჩნდა. ყველასათვის მოულოდნელად, სკალონის გუნდმა 36-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია დაასრულა და ჯგუფის აუტსაიდერ საუდის არაბეთთან 1:2 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ 1930 წლის შემდეგ, არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად წააგო მატჩი, რომლის პირველი ტაიმიც მოიგო.

მატჩის შემდეგ, მესიმ განაცხადა, რომ ეს გუნდისთვის მძიმე დარტყმა იყო.

"ვიცოდით, რომ საუდის არაბეთი კარგი მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდი იყო, რომელიც დაცვის ხაზს წინ წევს. ჩვენ ამ ყველაფერზე ვმუშაობდით. ნაჩვენებ შედეგს გამართლება არ აქვს. ეს ჩვენთვის ძალიან მძიმე დარტყმაა, ასეთ სტარტს არ ველოდით. ჩვენი ერთიანობით ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ ერთი გუნდი ვართ. ყველაფერი ჩვენზე არის დამოკიდებული. შემდეგ მატჩებში წარმატება აუცილებლად გვჭირდება."

იმისათვის, რომ სამხრეთ ამერიკელებმა ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნონ, მომავალ შეხვედრაში მექსიკის ნაკრები უნდა დაამარცხონ, რაც არც ისე ადვილი იქნება. აღნიშნული შეხვედრა 26 ნოემბერს, 23:00 სათზე გაიმართება.

სხვა სტატიები